Friday, May 15, 2015

როგორ დავარქვათ ფეისბუკის ანგარიშს ერთ სიტყვიანი სახელი, ანუ როგორ დავმალოთ გვარი

უკვე ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც იყენებს ფეისბუკს, აინტერესებს როგორ დაარქვას თავის ანგარიშს მხოლოდ ერთი სახელი, ანუ როგორ გააქროს გვარი, ამიტომაც ამ პოსტში შემოგთავაზებთ მარტივ ხრიკს, რომელიც დაგეხმარებათ ამ სურვილის შესრულებაში.
მეთოდი მდგომარეობს შემდგომში: ცნობილია, რომ ინდონეზიის მოქალაქეებს ჰქვიათ მხოლოდ ერთი სახელი, ამიტომაც ფეისბუკს ოფიციალურად დართული აქვს  ნება ამ ქვეყნის მოსახლეობისათვის, დაირქვან ერთი სახელი. ასე რომ იმისათვის რომ დავირქვათ ერთი სახელი საჭიროა მოვატყუოთ ფეისბუკი რომ ვცხოვრობთ ინდონეზიაში.
სანამ უშუალოდ ინსტრუქციაზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ რომ ამ პრივილეგიით სარგებლობის უფლება იურიდიულად მხოლოდ ინდონეზიის მცხოვრებთ აქვთ, ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქეებს არა. ამის შემდეგ თავად გადაწყვიტეთ გააგრძელებთ თუ არა ამ პროცეს.. მე უბრალოდ გაგაფრთხილეთ.

მაშ ასე, ნაბიჯი 1:
გახსენით Mozilla Firefox ბრაუზერით თქვენი ფეისბუკის ანგარიში და გადადით General Account Settings - ზე.

ნაბიჯი 2: ენის ველში შერჩეული ენა შეცვალეთ "Bahasa Indonesia" - ით

ნაბიჯი 3: გადადით ამ ბმულზე და გაასწორეთ პარამეტრები:
"Proxy country" - ში აირჩიეთ "Indonesia", ხოლო "port" - ში ჩაწერეთ 8080 და დააკლიკეთ "Update results".
IP Address - ის სვეტში შეარჩიეთ შედარებით ბოლოს განახლებული მისამართი და დააკოპირეთ. ძირითადად მისამართები მუშაა, თუმცა შეიძლება არ გაგიმართლოთ და არ იმუშაოს, ასეთ შემთხვევაში გული არ გაიტეხოთ და სხვა მისამართი გამოიყენეთ, ერთერთი აუცილებლად იმუშავებს.
(Proxy Address - ის მოსაძიებლად არსებობს სხვა საიტებიც მაგალითად www.proxynova.com/proxy-server-list/country-id)

ნაბიჯი 4: ახლა თქვენ უნდა ჩაასწოროთ ბრაუზერის - Mozilla Firefox  პარამეტრები.
აირჩიეთ განყოფილება: Tools > Options > Advanced > Network > Settings.
"Settings" - ზე დაკლიკვის შემდეგ გამოჩენილ ფანჯარაში აირჩიეთ "Manual proxy configuration:", შემდეგ "HTTP Proxy" ის ველში ჩასვით დაკოპირებული მისამართი, ხოლო "Port" ველში ჩაწერეთ 8080, მონიშნეთ "Use this proxy server for all protocols" და ბოლოს დააკლიკეთ "OK" - ს.

ნაბიჯი 5: ახლა გადადით ფეისბუკზე, ანგარიშის ზოგადი პარამეტრების სახელის განყოფილებაში. უბრალოთ წაშალეთ გვარი და შეინახეთ ცვლილებები.
ამით სახელის გადარქმევა პრაქტიკულად დასრულებულია, და სანამ ბოლო ნაბიჯებს მიყვებოდეთ სასურველია გადაამოწმოთ ნამდვილად შეიცვალა თუ არა თქვენი ანგარიშის სახელი.

ნაბიჯი 6:  ენის განყოფილებაში  "Bahasa Indonesia" ჩაანაცვლეთ თქვენთვის სასურველი ენით, რაც არჩეული გქონდათ მანამდე.

და ბოლოს, ნაბიჯი 7: ყველა ოპერაციის დასრულების შემდეგ, Mozilla Firefox - ის პარამეტრებშიც "Manual proxy configuration:" ძველებურად  "Use system proxy setting" -ით ჩაანაცვლეთ.

ამით ოპერაცია დასრულდა..
შენიშვნა: ეს მეთოდი რათქმაუნდა არ იმოქმედებს თუ გადააჭარბეთ ფეისბუკზე სახელის გადარქმევის ლიმიტს.
P.S. გაურკვევლობის შემთხვევაში შეგიძლიათ დასვათ კითხვა კომენტარის სახით..




No comments:

Post a Comment